საქართველოს პრეზიდენტმ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომის თემა არ იყო.
ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოს მომავალში გაიხსნება.
„ბატონი ალექსი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბუნებრივია, მოვიკითხეთ ეს საქმე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე - გაზრდილია თუ არა დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება განსაკუთრებით, შსს და პროკურატურა უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ასეთი დანაშული არ ხდებოდეს.
„მხოლოდ ერთი დანაშაულით ამ თემის განზოგადებას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.