logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურის კომენტარი 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ
- +

26 ოქტომბერი. 2019. 13:06

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა - ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

„სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა - ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება, შეაფასოს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner