logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ანიტა რაჭველიშვილს ერთს ვურჩევ, როგორც უფროსი ადამიანი...
- +

26 ოქტომბერი. 2019. 20:17

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნამდვილად, კარგი მომღერალია ანიტა რაჭველიშვილი, მაგრამ მისმა ქმედებებმა ცხადყო, ის რომ, როგორც პიროვნება, ძალიან დაბალი დონის ყოფილა, სამწუხაროდ... საქმე იმაშია, რომ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებამ, ანიტა იმდენად გააბრაზა და გააბოროტა, რომ ამის გამო, სულ კრეტინი ეძახა, ლამის შვილისტოლა ბიჭს... ვიცით ბატონო ყველამ, ქალბატონი ანიტა ნაცი რომ არის და ასევე ისიც, იმ ღორკაცა სააკაშვილზე რომ აბოდებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არანაირი უფლება არა აქვს, ადამიანი იმიტომ გალანძღოს, რომ ამაზონის ტყეების ტრაგედია, გულთან ახლოს მიიტანა და საკუთარი ფული, გაიღო ქველმოქმედებისთვის... ისე, ეს პირველი არ არის ამ ქალბატონისგან, ქართველებზე დამცინავად და ქედმაღლურად რომ ლაპარაკობს... იმედია, უფალი აპატიებს მას, ასეთ ამპარტავნებას, ქედმაღლობასა და კნინობითი ფორმებით ადამიანების შეურაცხყოფას.... მერე რა, რომ კარგად მღერის და ცნობილია, ამიტომ უნდა გვაგინოს და გვაფურთხოს ყველას, იმიტომ რომ, ჩვენ ქართველებმა, მიშა ჯალათი რომ არ ავირჩიეთ და ნაცები, ისევ რომ ვერ თელავენ ქართველ ერს?... ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურმა ცვლილებამ, მას სიამტკბილობის სივრცე და კომფორტი, აშკარად შეუზღუდა... აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, ქალს რომელსაც საოცარი წკრიალა ხმა აქვს, ლამის ბოღმისგან დაიღრჩოს და ივანიშვილების ლანძღვა-გინებაშია მუდამ... მიზეზად, ქართველი ხალხის შიმშილს იშველიებს... ასეც რომ იყოს, ვინ მისცა მას, ამდენი სიძულვილის და ნეგატივის გახმოვანების უფლება?... სხვათაშორის, პაატა ბურჭულაძეზე მეტი დონე მომღერალი, ეგ ნამდვილად არ არის, მაგრამ რომ მიქარა ბურჭულაძემ და მიშასთან, რომ გააბა, „პოლიტიკური რომანი“, აი მას, სწორედ მაშინ შეეშალა... მისი დიდი მცდელობა, გამხდარიყო პოლიტიკოსი, სრული კრახით დასრულდა და ქართველმა ხალხმა, ორპირობისა და მამაძაღლობისთვის, ყველასთვის სათაყვანებელი „ბარიტონი“, მაგრად შეიძულა... ფაქტიურად, წლების მანძილზე ნაგროვები სახელი და დიდება, პაატა ბურჭულაძემ სააკაშვილის პოლიტიკურ სიბინძურეებს და გროშებს, ერთ დღეში შეალია და ქარს გაატანა... ჰოდა, ამ დანაკარგის აღდგენას და რეაბილიტაციას, ცხადია, წლები დასჭირდება და ის უშრეტი რესურსი, რაც მას მართლა გააჩნდა, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა, მოსპო და გაანადგურა... ამას კი, ნამდვილად არ ჰქვია ჭკვიანური სვლა ბურჭულაძის მხრიდან, ეს ნამდვილი კრახი და თვითგანადგურების ზენიტი იყო ალბათ, მის ცხოვრებაში.... ხოდა, ანიტა რაჭველიშვილს შეუძლია, პაატა ბურჭულაძის ქმედებებით, იხელმძღვანელოს და შეეცადოს, არ დაუშვას, მსგავსი საბედისწერო შეცდომები...

 

მე პირადად, ანიტა რაჭველიშვილს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ და არც ვიკადრებ, მასზედ, რამე აუგი ვთქვა, მაგრამ ერთს ვურჩევ, როგორც უფროსი ადამიანი... სიძულვილი, ზიზღი და ცინიზმი, უმჯობესია სიყვარულით და თავმდაბლობით ჩაანაცვლოს და მისი ნამღერიც, ბევრად უფრო, სასიამოვნო მოსასმენი იქნება“, - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner