logo_geo
eng_logo
გრიგოლ ჩიგოგიძე: ბედნიერებას არც ასაკი აქვს და არც - საზღვრები...
- +

26 ოქტომბერი. 2019. 23:48

 

 

„53 წლის ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე - ნინო კალაძე გავიცანი“,- ამის შესახებ „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„იმაზე, თუ რა არის ბედნიერება, ყველა დაფიქრებულა. ბედნიერება ნებისმიერ დროს შეიძლება გეწვიოს, ოღონდ, ხელიდან არ უნდა გაუშვა.53 წლის ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე - ნინო კალაძე გავიცანი. ტელევიზიაში ვმუშაობდი და ყველგან კამერით დავდიოდი, ხან - საქართველოში, ხან - უცხოეთში... ალბათ ჩემმა პროფესიამაც განაპირობა, რომ „მარტოხელა მონადირე“ ვიყავი. ოჯახი არ მქონდა, მაგრამ მინდოდა მქონოდა. ერთ დღესაც, ტელევიზიის გრძელი დერეფნის ბოლოში ულამაზესი ქალბატონი შევნიშნე, რომელმაც ჩემი გული მოინადირა. გადავწყვიტე, სახლში დამეპატიჟებინა. ამ ჩანაფიქრის ასრულებაში მეგობრებიც დამეხმარნენ და ახალგაზრდა, ლამაზი, კოპწია ნინო ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად მესტუმრა. როცა დავიშალეთ, სახლამდე მანქანით მივაცილე და გზაში პური ვუყიდე.1994 წელი იყო, მოგეხსენებათ, საქართველოში იმ წლებში როგორი გაჭირვება გახლდათ - მაშინ პური ყველაზე ძვირად ფასობდა. ცოტა ხანში ნინოს ხელიც ვთხოვე: ოჯახში მივედი და მთელი მისი საახლობლო გავიცანი. მეორე დღეს უკვე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვესტუმრე და ქორწილიც დავნიშნეთ. მოკლედ, ყველაფერი ტრადიციის მიხედვით ჩატარდა.

ნინო ჩემზე 18 წლის უმცროსია, ის ჩემი მეუღლე გახდა და მეც დავრწმუნდი, რომ ბედნიერებას არც ასაკი აქვს და არც - საზღვრები.

 

ნინო ანსამბლ „ერისიონში“ ცეკვავდა. როცა ცოლად გამომყვა, ანსამბლი ახალი დატოვებული ჰქონდა და როგორც მოცეკვავეები ამბობდნენ, უკვე პენსიაზე იყო. მეც ვხუმრობდი - პენსიონერი ცოლი მყავს-მეთქი. მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სტუდენტი გახდა და ვხუმრობდი,- ახლა უკვე სტუდენტი ცოლი მყავს-მეთქი. დილიდან საღამომდე ჭკუას მარიგებს და მისი ნათქვამი ყოველთვის მისრულდება. რაც მთავარია, თბილი და მეგობრული ოჯახი გვაქვს. ზოგჯერ ვხუმრობ, ეს ჩემი მეუღლე კი არა, ექიმია-მეთქი. რაც მთავარია, კარგი შვილები გვყავს: უფროსი - ილია ჩიგოგიძე უკვე 24 წლისაა. „თავისუფალი უნივერსიტეტი“ დაამთავრა და მუშაობს, მეორე - ნიკა ჩიგოგიძეც „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მესამე კურსზე. ისინი კარგი ადამიანები არიან და ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს“,- აღნიშნავს  გრიგოლ ჩიგოგიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner