ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან და მაღაზიებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ წვიმის შედეგად გასაყიდი საქონელი დაუსველდათ და შესაბამისად, დაზიანდა. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ მაღაზიებიდან წყლის ამოტუმბვას.
ძლიერი წვიმის შედეგად განსაკუთრებით გორგასლის ქუჩა დაიტბორა.
შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დატბორილ ქუჩებზე ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს მათი თანამშრომლები ახორციელებენ.