logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საბურთალოს „სითი მოლში“ 210 მლნ ლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა
- +

27 ოქტომბერი. 2019. 12:23

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „სითი მოლი საბურთალოს“ სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში. ცენტრი ვაჟა - ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის“ ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

 

„სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner