logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო
- +

8 ივნისი. 2016. 10:04


შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საჯად დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო 1956 წელს დაბადებულ ასლან კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.



სამართალდამცველებმა, საჯად დ.-ს ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 24 გრ გამომშრალი მარიხუანა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, „LLAMA"-ს მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner