გასულ კვირას ისევ იჯამბაზა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა - არც აცია, არც აცხელა, ყველასთვის მოულოდნელად ყველა მკვდარი კატა თავის ყოფილ „პადელნიკს“, გიგა ბოკერიას ჩამოჰკიდა კისერზე: რას ლაპარაკობთო, მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, პრეზიდენტობისას ხელს გიგა ბოკერია მიშლიდა, თორემ 600 ეკლესია ხომ ავაშენე, უფრო მეტს ავაშენებდიო:
„ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს. ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია. 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“.
ამაზე ქვეყანაში ატყდა ერთი ამბავი, დაიწერა სტატიები, მომზადდა ტელეგადაცემები, სოციალურ ქსელებში გამოითქვა „ღრმააზროვანი“ მოსაზრებები. ზოგმა თქვა, მიხეილ სააკაშვილი აიძულეს, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე განეცხადებინაო, ეგ კი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ბოკერია, უგულავა და მისთანანი ებრძოდნენ დედა ეკლესიასო. ზოგი ამტკიცებს, ეს სააკაშვილის მორიგი ხრიკია, საარჩევნოდ მორწმუნეთა მასების გადაბირებას ცდილობსო. ერთნი იმასაც ამბობენ, საერთოდ არ გვჯერა ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებისა, ეს წინასაარჩევნო ფარსიაო, კრიტიკულ მომენტში ისევ გაერთიანდებიანო. მოკლედ, საქართველოში იმდენივე მოსაზრებაა, რამდენი თავიც არსებობს. სინამდვილეში კი რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ალბათ ისევ იმასთან, რასთანაც გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში. მოდით, გავიხსენოთ: პირველი ტურის წინ ამათ, ამ "ნაციონალებმა" და ვითომ „ევროპელმა საქართველოელებმა“ ერთმანეთს ყველაფერი აკადრეს, რის კადრებაც შეიძლებოდა - გაფუყულმა გიგი უგულავამ სააკაშვილს ჯართიც კი უწოდა. ხალხის თვალში ესენი ერთმანეთს დაეუმძრახნენ, გეგონება დანა-სისხლად გადაეკიდნენ. მერე საქმეში ევროპის სახალხო პარტია ჩარიეს, ბელგიაში ჩავიდნენ, მემორანდუმი გააფორმეს, ლანძღვა-თათხვაზე მემორანდუმი გამოაცხადეს... ცოტა ხნის შემდეგ ვითომ ეს მორატორიუმიც დაარღვიეს, მაგრამ როგორც კი იყნოსეს, არიქა, შეიძლება ხელი მეორე ტურს გამოვკრათ და იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, გრიგოლი გავაპრეზიდენტოთო, უგულავა და მისთანანი ეგრევე ეწვივნენ სააკაშვილს და ჩაეხუტნენ. ხოლო სააკაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, ჩვენ ყოველთვის ერთნი ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებითო. "ევროპული საქართველოს" ე.წ ლიდერი დავით ბაქრაძეც სულ სხვანაირად ალაპარაკდა, გრიგოლ ვაშაძეს გაუგორდა ფეხებში და მისსავე ტონში დაიწყო სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა. ბოლოს, როდესაც ვერ მიაღწიეს ერთობლივ საწადელს, ისევ "გაცივდნენ" ერტმანეთის მიმართ და აჰა, ისევ მიდიან მეორე წრეზე - ვითომ გაიყარნენ. გაყრას, რასაკვირველია, სჭირდებოდა მიზეზი და მოიგონა კიდევაც სააკაშვილმა თემა, ამჯერად წავიდა რელიგიურ სფეროში ბოკერიაზე გადავლით. ოღონდ ამ ვირეშმაკას ისევ დაავიწყდა, რომ ახლა სხვა დროა, ახლა სხვანაირი, უფრო განვითარებული პერიოდია ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით - ახლა ძალიან იოლია წარსულის გახსენება (ისედაც არ გვავიწყდება). ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ სააკაშვილიც, ბოკერიაც, უგულავაც და სხვანიც ნაგვის ერთ ბუნკერს წარმოადგენენ? ვინ, ვინ და სწორედ სააკაშვილი არ იყო ის ჩიტი, რომელიც ბოკერიას გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ან უგულავას დაკრულზე გაივლიდა. არ დაგავიწყდეთ, ეს ის სააკაშვილია, რომელიც თავის ხელქვეითებს თავში საფერფლეებს ურტყამდა, ხოლო ტრაკში - პანჩურებს.
კი, ბატონო, შეიძლება დადგეს დრო, ერთხელ სატანამაც კი შეიცვალოს მრწამსი და თქვას, ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართო, გამორიცხული არაფერია, მაგრამ რა საჭიროა ისეთი ტყუილი, რასაც არავინ დაგიჯერებს და საშაყიროდ გაგიგდებენ? სააკაშვილი უნამუსოდ ტყუის, 600 ეკლესია ავაშენეო, მათ შორის ბაგრატის ტაძარიო. კიდევ კარგი, არ თქვა, სამებაც ჩემი აშენებულია, ამ ფაქტს იმად ვმალავდი, რომ შემეშინდა, ჩემთვის ხელი არ მოეჭრათ, რატომ კარგი აგიგიაო. თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ, მაგასაც მალე იტყვის. და მაინც... რატომ 600 ეკლესია? იმიტომ, რომ ზუსტად ამდენ ეკლესია-მონასტერს ჩაუტარა ბიძინა ივანიშვილმა რესტავრაცია და ახლა ეს ვირეშმაკა ცდილობს, გაკეთებული საქმე მიითვისოს.
კიდევ ერთი დიდი ზღაპარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიგონა:
„უახლოეს თვეებში მე ვაპირებ, ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები, მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში".
კითხვაზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ციხეში აპირებს წასვლას თუ საღორიის ტყეში გავარდება აბრაგად, სააკაშვილმა უპასუხა:
„ეს ხალხის გადასაწყვეტია, ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი. არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“.
აჰა, ხვდებით, რაშია საქმე? პირველი - მიხო აღარ არის პოლიტიკოსი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, პატრიოტი, ანუ დავით აღმაშენებელი. მეორე - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დგას სააკაშვილისა და ხალხის შიშებზე (ალოგიკური აზროვნების საუკეთესო მაგალითი). რას ჰქვია, შიშებზე? ალბათ უნდა ეთქვა, ივანიშვილს ჩვენი ეშინიაო. მესამე - თუ დაუკვირდებით, მიხო ყოველ საარჩევნო კამპანიას იწყებს დაპირებით და მუქარით, რომ ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, ასე გრძელდება ბოლო 6 წლის განმავლობაში, მაგრამ ვერა, ვერ რისკავს და ვერც ვერასოდეს გარისკავს, რევოლუცია არ გამოსდის, ციხეში კიდევ ვერ ჩაჯდება, პათოლოგიური შიში აქვს.
მეო, ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პატრიოტი გახლავართო. ვაი, შენს პატრონს, მიხეილ, მაგ მახინჯ სახელმწიფოებრიობას რომ ქმნიდი და ახალგაზრდებს ქუჩებში ცხრილავდი, იარაღს ვისი ფულით ყიდულობდი, პოლიციას ვისი ფულით აჭმევდი და აცმევდი, ჯარს ვისი ფულით ინახავდი, გზებს ვისი ფულით აგებდი (რომელიც ისევ ასაყრელია და ხელახლაა გასაკეთებელი), გარეულთა თუ შინაურთა თვალის ასახვევად ფასადებს ვისი ფულით ღებავდი? დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფულით და შენ წარმოიდგინე, შე ჩა...ლახო მაიმუნო, დასაწყისში, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელფასებსაც კი ეს კაცი გიხდიდათ, თან გეხვეწებოდათ, ოღონდ არ მოიპაროთ, კიდევ მოგცემთო. ამ დროს რა გააკეთეთ? მოიპარეთ კი არა, მთელ ქვეყანას გადაუარეთ, დააყაჩაღეთ, დედა მოუ...ანით, ნამუსი ახადეთ. როცა თავზე გადაიფსით და აღარაფრის გაგონება აღარ გინდოდათ, მოვიდა ეს კაცი და გითხრათ, გეყოფათ, ახლა დაახვიეთო. თან დაგინდოთ, ბოლომდე არ გაგწირათ, თქვენს მომხრეებს არ დაერია, იმდენად გადაჭარბებული დემოკრატია დაამკვიდრა, თავისი მომხრეების ნაწილიც კი გაანაწყენა. ვინაიდან თავები არ წაგაცალათ (შენებურად), ახლა ისევ გამოძვერით სოროებიდან და იძახით, სამშობლოს გვართმევენო. რომელ სამშობლოს გართმევენ, თქვე ვირთხებო, რომელიც არასოდეს გქონიათ?!
ჰმ... უკრაინაში მერობაზე მეხვეწებიანო, ყველა გამოკითხვაში ვლიდერობო. ნეტა ეგ რომელი გამოკითხვაა, სააკაშვილი სიზმარში რომ ნახულობს ხოლმე? მერობაზე კი არ ეხვეწებიან, უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ნამიოკს“ აწვდის, მერობა მინდაო, თუნდაც კიევის, თუნდაც ოდესისაო. ზელენსკი სააკაშვილს ძაღლადაც არ აგდებს, მოქალაქეობა მიაშავა და მორჩა, ეს მაინც არ ისვენებს, ალბათ ცოტა ხანში დაიწყებს ამბოხს, რევოლუციების მცდელობას და იქიდანაც საბოლოოდ „დააპაშოლებენ“ სიდედრიანებში.
გარკვეულ წრეებში არსებობს ასეთი მოსაზრებაც: რაღა დროს სააკაშვილია, ამ დენ დროს რატომ ვხარჯავთ მისი უაზრო განცხადებების გამო? არის ამ მოსაზრებაში რაციონალური მარცვალი, მართლაც, რაღა დროს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“? თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, ეს თახსირი იყო ქვეყნის პრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში და გვინდა თუ არა, სანამ ასე დაყიალობს მთელ დუნიაზე, სანამ ასე ბოდიალობს და ბოდავს ათასგვარ სისულელეს, მაინც არ უნდა გავუტაროთ, თორემ ჩვენშიც იმდენი გამოშტერებულია, შეიძლება რაღაც-რაღაცები დაიჯერონ... და როგორც ვხედავთ, მცირე მასები იჯერებენ კიდევაც!
გელა ზედელაშვილი