logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილმა „სოთბის“ აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა
- +

8 ივნისი. 2016. 10:44

 

 

ლონდონში, „სოთბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. 


„სოთბის" აუქციონზე ტილო 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.


„შველი წყლის პირას" რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.


ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს „კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „არსენალის მთა ღამით" 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner