logo_geo
eng_logo
შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

28 ოქტომბერი. 2019. 11:09

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.კ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს.

 

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner