logo_geo
eng_logo
28 ოქტომბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება
- +

28 ოქტომბერი. 2019. 12:00

 

28 ოქტომბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს რკინიგზა“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.  სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“  აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

 

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 591 191 041“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner