28 ოქტომბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზა“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 591 191 041“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცადებაში.