„შეღავათები არ გაუქმებულა, პირიქით, გაიზარდა და ხელისუფლება უფრო კარგ პირობებს სთავაზობს, ვიდრე დღემდე იყო", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მაღალმთიანი რეგიონების სიიდან ტყიბულის ამოღებაზე საუბრისას. როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებაზე საუბრები და სამუშაო პროცესი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„ბატონმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ყველა შეღავათს აღუდგენენ იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობდნენ ამ შეღავათებით 2016 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, ვერავითარი სენსაცია ვეღარ მოხდება. ეს შეღავათები არ გაუქმებულა, პირიქით, გაიზარდა და ხელისუფლება უფრო კარგ პირობებს სთავაზობს, ვიდრე დღემდე იყო.
რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, ვმუშაობთ ამ საკითხზე, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებთან მიმართებაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მთის საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა ჩაფიძემ.