logo_geo
eng_logo
„თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს“
- +

8 ივნისი. 2016. 10:48



ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს, ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს.



საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, გარდა ამისა, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად. საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა დააწესოს, რადგან ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner