თბილისის დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ჩამონგრეულია საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული. დაშავდნენ ადამიანები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.