logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: "ქართული ოცნებას" იმდენად მყარი მხარდაჭერა ექნება, რომ კოალიციის შექმნა არ დაგვჭირდება
- +

28 ოქტომბერი. 2019. 21:43



პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 2020 წელს, პარტიას იმდენად მყარი მხარდაჭერა ექნება, რომ კოალიციაში შესვლა არ დასჭირდება.

 

პირადად მე, არ ველოდები შემდეგ არჩევნებში, რომ კოალიციის შექმნა დაგვჭირდება ვიღაცასთან. მე მგონია, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა იქნება იმდენად მყარი, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციაზე საუბარი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

შეგახსნებთ, რომ თამარ ჩუგოშვილმა რეალისტური უწოდა იმ ფაქტს, რომ 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობა, შესაძლოა, ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღოს, მათ შორის ვერც "ქართულმა ოცნებამ". 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner