logo_geo
eng_logo
დაშავებულია ერთი, მსხვერპლი არ არის: აფეთქება თბილისში
- +

28 ოქტომბერი. 2019. 21:50


​თბილისის დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გაზის დანადგარის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა იყოს. აფეთქების შედეგად შენობის V სართული ჩამოინგრა და გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია ერთი ადამიანი, მან სხეულის დამწვრობები მიიღო. 

 

როგორც "რეპორტიორს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

 

მათივე ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.



ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner