logo_geo
eng_logo
მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ
- +

29 ოქტომბერი. 2019. 00:07

 

ბუდაპეშტში, 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ფინალში გასასვლელად დღეს, 65-70-79-97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები იბრძოდნენ.

 

70კგ წონით კატეგორიაში მირზა სხულუხიამ სძლია მეტოქეებს, ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის რუს ჩერმენ ვალიევთან იჭიდავებს.

 

79კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის აგრეთვე იჭიდავებს ტარიელ გაფრინდაშვილი. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი იქნება.

 

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანს ინარჩუნებს 65კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ედემი ბოლქვაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა იაპონელ მოჭიდავესთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა ფინალში გააღწია და ედემი ბოლქვაძეს რეპეშაჟში ჭიდაობის უფლება მიეცა.

 

97კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის ფავორიტად მიჩნეულმა გივი მაჭარაშვილმა პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი ირანელ სპორტსმენთან. შემდეგ ირანელი ფინალში გავიდა და გივი მაჭარაშვილს ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.

 

57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა საწყისი ორი შეხედრა მოიგო,შემდეგ კი მეოთხედფინალში თურქ მოჭიდავესთან დამარცხდა, თავის მხრივ, თურქი მოჭიდავე ნახევარფინალში დამარცხდა და რობერტ დინგაშვილს რეპაშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი არ მიეცა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner