logo_geo
eng_logo
ზუგდიდში დევნილებისთვის კიდევ 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება
- +

8 ივნისი. 2016. 10:50



ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი" განახორციელებს.


ამ ეტაპზე, ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.


სულ ჯამში ზუგდიდში, 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, 2016 დევნილი ოჯახისათვის. რაც ზუგდიდის რაიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას გადაჭრის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner