logo_geo
eng_logo
მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად დაზარალებული ვებგვერდებს ხვალ, დღის ბოლომდე აღადგენენ
- +

29 ოქტომბერი. 2019. 00:36

 

კომპანია „პროსერვისი“ დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში  ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კიბერშეტევის მოსაგერიებლად მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თავდასხმის ობიექტია კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან  დაახლოებით 15,000 ვებგვერდი გამოვიდა.

 

„28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა. პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისი", შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 28 ოქტომბრის, დღის 20:00 საათის მდგომარეობით, აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების 50%-ზე მეტი”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიაში აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოფხვრაზე. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, ვებგვერდების აღდგენა ხვალ, დღის ბოლომდე იგეგმება.

 

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner