logo_geo
eng_logo
თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა 2 სართული, 77 წლის მამაკაცმა მესამე ხარისხის გამწვრობა მიიღო
- +

29 ოქტომბერი. 2019. 00:48

 

თბილისის დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარს რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი აკეთებს.



მისი ინფორმაციით, აფეთქება თევდორე მღდვლის ქუჩის N38-ში, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე, სამოთახიან ბინაში მოხდა. ვიზუალური დათვალიერებით, დაზიანებულია მეხუთე სართული და მეოთხე სართულის ნაწილი. შენობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება. 

 


„პირველ სადარბაზოში 15 ოჯახი ცხოვრობს. არც ერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ, გათიშულია დენიც, გაზიც, წყალიც, მთლიანად კომუნიკაციები. ამ ეტაპისთვის 5 ოჯახს გადავიყვანთ სასტუმროში, დანარჩენებს აქვთ ალტერნატიული წასასვლელი. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, სადაც ასევე კომუნიკაციები ჩახსნილია, იქ შევიდნენ ლაბორატორია და ინფრასტრუქტურის სამსახური, აღმოჩნდა, რომ იქ არ არის დაზიანება და შეიძლება შესვლა, მაგრამ ალტერნატიული შესასვლელი არ ჰქონდათ. გვერდზე ეზოდან ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ იმ სადარბაზოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მათ დღეს შევუშვებთ. არც ერთ მოსახლეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე“, - განაცხადა გამგებელმა.

 

მისივე თქმით, კორპუსის აღდგენა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური კორპუსს აღადგენს.

 

ადგილზეა მობილიზებულია გამგეობის, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის,   პოლიციის, უსაფრთხოების სამსახური, შსს, "თბილისი ენერჯისა" და "თელასის" წარმომადგენლები.

 

 თევდორე მღვდლის N 38 -ში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, რამაც ხანძარი გამოიწვია, 77 წლის მამაკაცია დაშავებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ექიმების თქმით,  მამაკაცს სხეულის 35%-ზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.  დამწვრობა ძირითადად მიღებული აქვს თავის არეში, დაზიანებული აქვს ორივე ზედა კიდური, ასევე გულმკერდი და სასუნთქი გზები. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება შესაბამისი მკურნალობა. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner