logo_geo
eng_logo
„ანიტა, სირცხვილია!“ - 60-ზე მეტი ქართველი ემიგრანტის ღია წერილი ანიტა რაჭველიშვილს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 13:15

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 60-ზე მეტი ემიგრანტი, ქართველ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ღია წერილით მიმართავს და ეხმიანება მის კრიტიკულ პოსტს, რომელიც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხული თანხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხება. წერილი ორ ენაზეა შედგენილი, ქართულად და ინგლისურად, რასაც თანდართული აქვს ხელმომწერთა გვარ-სახელები.

 

„ბრაზილიაში ამაზონის ტყეების ისტორიაში არნახული ხანძარი მძვინვარებს. ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება როგორც ადგილობრივ მცხოვრებს და ტყის ბინადართა, ასევე გლობალურ კლიმატს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავმა ადამიანმა გაიღო თანხა ამაზონის ტყეების - „მსოფლიოს ფილტვების“ გადასარჩენად. მათ შორის არის ბერა ივანიშვილი, ქართველი მომღერალი, რეპერი და კომპოზიტორი.

 

ბერა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უდიდესი ქველმოქმედის და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟია.

 

ბერამ ამაზონის ტყეების დახმარების ფონდ I.S.A-ში 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ვამაყობთ ამით, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ბერას ეს კეთილშობილური აქტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ცნობილმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა.

 

ის მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლა და სოცქსელში სიბრაზითა და სიძულვილით სავსე პოსტი გამოაქვეყნა. ანიტა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის უხეშ და დამამცირებელ ფრაზებს იყენებს ივანიშვილების ოჯახის მიმართ, შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდა ბიჭს.

 

ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, ღრმად შეშფოთებულები ვართ ანიტას მიერ სოცქსელებში სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გავრცელების გამო. გვწამს და ვფიქრობთ, მის მეგობრებს და კოლეგებს ექნებათ ადეკვატური რეაქცია და დაგმობენ მის საქციელს! სიტყვის თავისუფლება არ გვაძლევს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას. ანიტა, სირცხვილია!“ - ნათქვამია წერილში, რასაც ხელს აწერენ:

 

ია ჯანიაშვილი - იტალია;

ხათუნა ბარათაშვილი - გერმანია;

იამზე ლაკლაკიშვილი - საფრანგეთი;

კაპანაძე ლალი - იტალია;

ძირკველიშვილი ნათია - ამერიკა;

ასანიძე ბელა - რუსეთი;

თანიაშვილი დალი - ამერიკა;

თამარ მიქელაძე - საბერძნეთი;

ბაბო შენგელია - იტალია;

მარი ზერეკიძე - საბერძნეთი;

ანა ჭანკოტაძე - საბერძნეთი;

ირემაშვილი ნინო - საბერძნეთი;

მიქანაძე ვიოლეტა - იტალია;

ასლანიკაშვილი ნატო - ამერიკა;

შაკამბერიძე თამრიკო - ამერიკა;

მანანა ჭინჭარაძე - ამერიკა;

თამარ კაპანაძე - ამერიკა;

მანანა გოგოლაძე-კობიძე - ესპანეთი;

იზა ლუტიძე - ამერიკა;

შალამბერიძე თამარი - გერმანია;

გოგსაძე ნანა;

ძნელაძე ზვიადი - საბერძნეთი;

კოტე შენგელია - საბერძნეთი;

ანა წოწორია - ისრაელი;

დალი მეტრეველი - ამერიკა;

ზაზა მაზმიშვილი - ისრაელი;

თეა ქველაძე - გერმანია;

შუბითიძე ლალი - იტალია;

მარიამ კურტანიძე - საბერძნეთი;

მაკა კარტაიზერ - ამერიკა;

მანანა ჭინჭარაძე - იტალია;

მაგული ქლიბაძე – საბერძნეთი;

ქეთინო მიქაძე - საბერძნეთი;

მანანა დევაძე - საბერძნეთი;

ანა დევაძე - საბერძნეთი;

ნანა არძენაძე - საბერძნეთი;

ნათელა გოგუაძე - საბერძნეთი;

ლევან თურმანიძე - საბერძნეთი;

იზა კაციაშვილი - საბერძნეთი;

მარია დიასამიძე - საბერძნეთი;

ზურა ლაკლაკიშვილი - გერმანია;

ქეთევან სამხარაძე - იტალია;

მარინე წოქორიძე - ესპანეთი;

მაია ორთოიძე - თურქეთი;

თამარ ხიტირი - საბერძნეთი;

მაია ნაცვალაძე - საბერძნეთი;

თეონა ნაცვალაძე - საბერძნეთი;

მარიამ ტეფნაძე - იტალია;

ლალი კალაძე - ამერიკა;

ეკა კალაძე - ამერიკა;

ტარიელ ჭინჭარაული - გერმანია;

მანანა ურუშაძე - იტალია;

რუსუდან ბარათაშვილი - იტალია;

მარინა მიქელაძე - იტალია;

ნანა ლაღიძე – იტალია;

ზინა გიუნაშვილი - საბერძნეთი;

ანა მარტიაშვილი - საბერძნეთი;

ნინო ქუთათელაძე - საბერძნეთი;

იური ქუთათელაძე – საბერძნეთი;

მარინა ძნელაძე – იტალია;

დალი ალანია - იტალია;

ანა კუტივაძე - საბერძნეთი;

ქეთინო გონგლაძე - საბერძნეთი;

ზურა დუგლაძე - საბერძნეთი;

ზაირა მღებრიშვილი – საბერძნეთი;

მადონა გაბაძე – იტალია;

ქეთევან ასათიანი – იტალია;

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner