წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„27 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6 485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6 485.46 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.