ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ლატვიელ კოლეგა მარის კუჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულეს და ვიზა-ლიბერალიზაცია ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მიიღონ.
„საქართველო და უკრაინა შეესაბამებიან დაწესებულ კრიტერიუმებს და უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად. აქ საქმე ეხება ევროკავშირისადმი ნდობას და ავტორიტეტს. უკანა თარიღით ქვეყნებისთვის დამატებითი პირობების წაყენება, მიუღებელია", - განაცხადა ტაავი რიივასმა.