logo_geo
eng_logo
ტაავი რიივასი: უკრაინამ და საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია დამატებითი პირობების გარეშე უნდა მიიღონ
- +

8 ივნისი. 2016. 11:26



ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ლატვიელ კოლეგა მარის კუჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულეს და ვიზა-ლიბერალიზაცია ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მიიღონ.



საქართველო და უკრაინა შეესაბამებიან დაწესებულ კრიტერიუმებს და უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად. აქ საქმე ეხება ევროკავშირისადმი ნდობას და ავტორიტეტს. უკანა თარიღით ქვეყნებისთვის დამატებითი პირობების წაყენება, მიუღებელია", - განაცხადა ტაავი რიივასმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner