ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ეკონომიკური გადაცემა „ბიზნეს კურიერი" ქართულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლის შემდეგ მედიკამენტების ფასებით დაინტერესდა.
იმის გასარკვევად კი, ნამდვილად არის თუ არა მედიკამენტების ფასი 10, 20 და ზოგიერთ შემთხვევაში 30%-ით გაიაფებული, სიუჟეტში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ იმპორტირებული 250 დასახელების მედიკამენტიდან 10-მდე დასახელების მედიკამენტი შეარჩიეს.
„ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ ინდოეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ადგილობრივი ანალოგებისა და ბრენდ მედიკამენტების ფასებთან შედარდა და შედეგად და ასეთი სურათი მიიღო:
„ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ ინდოეთიდან შემოტანილი 10 მგ-იანი, 30 აბიანი შეფუთვით ამლოდიპინის ფასი 7 ლარი და ხუთი თეთრია, რაც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირ ანალოგზე 13 ლარით, ხოლო ყველაზე დაბალფასიანთან შედარებით 2 ლარით იაფია.
ანალოგიური მდგომარეობაა მოქმედ ნივთირება ბისოპროლოლთან დაკავშირებითაც. „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ იმპორტირებული 10 მგ-იანი ბისოპროლოლი, 11 ლარიტ იაფია ყველაზე ძვირ ანალოგთან შედარებით, ხოლო ყველაზე იაფ ანალოგთან მიმართებაში მისი ფასი 4 ლარიტ იაფია.
„ბიზნეს კურიერის" განმარტებით, „ბაზარზე ჰუმანითი" ჯორჯიას შემოსვლის შემდეგ მედიკამენტების ფასი 10 დან -30 %-მდეა დაწეული.