logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: ვეთანხმები - ჰიტლერს რომ „რუსთავი2“ ჰქონოდა, მეორე მსოფლიო ომს მოიგებდა
- +

8 ივნისი. 2016. 11:29

 

 

„ბევრჯერ მომისმენია „რუსთავი 2"-სგან დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა-გინება არაერთ კარგ ადამიანზე", - ამის შესახებ „ერისიონის" მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელი აცხადებს. მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებს თვალყურს ადევნებს, თუმცა ეჭვობს, რომ ტელეკომპანიის მხარე ყველაფერში მართალი იყოს.

 

 „ვიღაცამ თქვა, ჰიტლერს რომ „რუსთავი2" ჰქონოდა, მეორე მსოფლიო ომს მოიგებდაო. ვეთანხმები. მინდა, ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელ განცხადებებსაც შევეხო. მიმაჩნია, რომ ის ამით შეურაცხყოფას აყენებს სასამართლოს, პრემიერ-მინისტრს. განა ეს შეიძლება?! მით უფრო, რომ გვარამია წინა ხელისუფლების დროს ძალოვანი უწყების სახე იყო. ახლა კი უნდა დავიჯეროთ, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის?!" - აცხადებს ჭკუასელი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner