logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ხაზარაძეს შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში
- +

29 ოქტომბერი. 2019. 20:31

 

 

მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძეს შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია პროექტს, სანამ სახელმწიფომ არ მოუგვარა ინფრასტრუქტურული პრობლემები

 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოიეხმაურა და განაცხადა, რომ მისგან არათანმიმდევრული განცხადებები უკვე, აღარ უკვირს და ურჩევ, არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი.

 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,   წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არ შეიძლება არ მოსწონდეს იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.

 

"ძალიან საინტერესოა, ხაზარაძემ ეს განცხადება გააკეთა,  როგორც ბიზნესმენმა თუ როგორც პოლიტიკოსმა? თუ როგორც ბიზნესმენმა, მაშინ შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია ამ პროექტს მანამდე, სანამ სახელმწიფომ არ მოუგვარა იქ ინფრასტრუქტურული პრობლემები. თუ როგორც პოლიტიკოსმა გააკეთა ეს განცხადება?! ნუ უკვე აღარ გვიკვირს მისგან არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი იმიტომ, რომ არის ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება, ოპოზიციონერმაც მოიწონოს. ასეთი პროექტები არ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავს. როდესაც იცი, რომ წყალტუბოში ამ ინიციატივის შედეგად იქნება განვითარების, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და რეგიონალური ცენტრი, ცუდის ლაპარაკი მაინც და მაინც აუცილებელი არ არის,"- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ წყალტუბოში გამოისყიდოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო, არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება. მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner