logo_geo
eng_logo
ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო
- +

29 ოქტომბერი. 2019. 20:35

 



31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა. სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება. 

 

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში ჟურნალისტებს განუცხადა,  სხდომას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობიც დაესწრება.  

 

რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner