logo_geo
eng_logo
დასკვნა: კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ცხოვრება რეკომენდებული არ არის
- +

29 ოქტომბერი. 2019. 21:18

 

თბილისის ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. კორპუსში ცხოვრება შენობის გამაგრებამდე რეკომენდებული არ არის.

 

როგორც ლაბორატორიის დირექტორი ლაშა სამხარაძე ამბობს,  ძლიერი აფეთქების შედეგად  საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება შეესაბამება მე-4 ხარისხს.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით. კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ  დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება,   იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

როგორც "რეპორტიორს" სახლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებსსა და დაზარალებულებს შორის შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner