კვიპროსის ჩრდილოეთით, დღეს, 29 ოქტომბერს, სასწავლო თვითმფინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 2 ადამიანი.
როგორც CyprusMail-ზე დაყრდნობით "ერ ბე კა უკრაინა" იტყობინება, თვითმფრინავი არის იმ ორგანიზაციის საკუთრება, რომელიც სპორტის საჰაერო სახეობით არის დაკავებული. თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 12:50 საათზე ჩამოვარდა აეროპორტ ლეფკონიკოსთან.
მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ 1974 წლიდან, კვიპროსის ტერიტორიის მესამედი ე.წ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკას უკავია.