logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკი ომისგან დანგრეული დონბასის აღდგენაზე იზრუნებს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 21:21

 


​უკრაინაში, მუშაობა დაიწყო საერთაშორისო პარტნიორობის ფონდმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დანგრეული დონბასის აღდგენაზე იზრუნებს, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მარიუპოლში, პირველ, დახურულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სარგებლობს. 


"მომავალზე საუბრისას, ჩვენს პარტნიორებთან - მსოფლიო ბანკთან ერთად, ვიწყებთ მუშაობას დონბასის აღდგენასა და რეინტეგრაციაზე. მოგიწოდებთ ყველას, ამ დიდი პროექტის ნაწილი გახდეთ", - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

წყარო:  РБК-Украина

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner