logo_geo
eng_logo
დეგნანი: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას
- +

30 ოქტომბერი. 2019. 01:07

 

 

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, პლურალისტური საკანონმდებლო ორგანო, მრავალფეროვანი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, – ის სფეროებია, სადაც შეერთებული შტატების მომავალი ელჩის კელი დეგნანის თქმით, საქართველოს კიდევ ბევრის გაკეთება სჭირდება დემოკრატული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მქონია საქართველოში ჩასვლის შანსი, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩემთვის უცხო არ არის. მე ვიყავი თურქეთში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს. ერთი წლის შემდეგ, მე ვმსახურობდი ნატო-ში, სადაც საქართველო იყო და არის ფასეული პარტნიორი. მოკავშირეებმა ხელახლა დაადასტურეს 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-წევრი. ალიანსი მუშაობის 3 წლის განმავლობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ერთგულებამ რეფორმებისადმი, მისი ინსტიტუტების და სამხედროების გაძლიერების მიმართულებით. ეს ერთგულება ჩვენ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქარათველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს და რაც მას 32 ჯარისკაცის სიცოხლედ და 290 დაჭრილად დაუჯდა. საქართველო ისევ ჩვენთანაა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 900 ჯარისკაცით”, – განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია ნატო-სთვის შავ ზღვაზე.

 

საქართველო არის საკვანძო პარტნიორი აშშ-ისთვის სასიცოცლო ინტერესების მქონე, მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ რეგიონში. ჩვენ გავაგრძლეებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების და ეროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებებით”, – განაცხადა დეგნანმა.

 

კერი დეგნანის თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული ქმედებების სამიზნედ რჩება, აშშ კი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდბეულებები.

 

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას და რუსეთის მიერ “ბორდერიზაციის” მცდელობებს ადმინისტრაციულ საზღვარზე”, – განაცხადა დეგნანმა.

 

დეგნანი შეეხო საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა მხარესთან.

 

დეგნანის თქმით, ის ასევე იმუშავებს, რათა დაეხმაროს საქართველოს მედეგი საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც რუსეთის ზეწოლას და ჩინეთის მზარდ გავლენას გაუმკლავდება.

 

სენატორების შეკითხვები ელჩობის კანდიდატთან ძირითადად შეეხებოდა რუსეთის როლს და საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივებს.

 

ნატო-ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს და მისი წევრობა არც უნდა იყოს ადვილი. საქართველომ იცის, რა მოლოდინი აქვთ მისგან და დიდი პროგრესი განიცხადა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ასევე, მუშაობს, რომ დააკმაყოფილოს პოლიტიკური სტანდარტებიც. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია საქართველოზე, რომ დააკმაყოფილოს ის მაღალი სტანდარტები, რასაც ითხოვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა”, – განაცხადა დეგნანმა.

 

კელი დეგნანის თქმით, საქართველომ უდიდესი პროგრესი განიცადა საბჭოთა ქვეყნიდან დემოკრაიულ სახელმწიფოდ ქცევამდე, მაგრამ კიდევ არის სამუშაო ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლო, პლურალისტური საკანონმდებლო ორგანო, მრავალფეროვანი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. დეგნანის თქმით, საქართველოს მოქალაქეების 70-75% მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია და რა დროს წაიღებს ეს.

 

დეგნანი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთის იმედი და მიზანია, გაყინულმა კონფლიქტებმა შეაფერხოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

 

ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას კონფლიქტის აღმოფხვრაში და ვახორციელებთ ზეწოლას, რომ რუსეთმა შეუასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს თავადა საინტერესო ინიციატივები აქვს აფხაზებთან და ოსებთან ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით. ამას დასჭირდება გარკვეული დრო”, – დასძინა დეგნანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner