logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარების ისტორიული პროექტი იწყება, რომლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან დიდია
- +

30 ოქტომბერი. 2019. 02:06

 

 

იწყება ისტორიული პროექტი, რომლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან დიდია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტზე საუბრისას  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

რამდენიმე ათწლეულია ეს კურორტი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. მართალია, რამდენიმე ობიექტი განვითარდა, აღდგა და შეიქმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, წყალტუბოს ტურისტები სტუმრობენ, მაგრამ ეს არის ხუთი პროცენტი იმ პოტენციალისა, რაც არსებობს და მისი გამოყენება მხოლოდ ამ დონეზე ხდებოდა. იწყება საკმაოდ ამბიციური პროექტი, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და პარტიის თავმჯდომარემ გამოხატა სურვილი, რომ ამ გამოწვევას ისევე წარმატებით გაუმკლავდეს, როგორც აბასთუმანში აკეთებს“, – განაცხადა თურნავამ.

 

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში გარკვეული საყვედური ხელისუფლების მიმართ, რომ გარკვეული სივრცის განვითარების ერთიანი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ერთიანი გეგმის გარეშე ასეთი მსხვილი ტურისტული ქალაქები არ შენდება და ერთიანი გეგმა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს მთავარი და გადამწყვეტი არ ყოფილა და მეორე ფაქტორი რესურსული ნაწილია.


ამისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ გეგმა. საკმარისი არის ორი რამ, ერთად – ხედვა და რესურსი. დღეს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეს შემოგვთავაზა – ხედვა და რესურსი ქველმოქმედების სახით; ამ შემთხვევაში, ეს არ არის ბიზნესპროექტი და უკუგებაზე არ არის საუბარი. ეს პირველი ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებს იმისთვის, რათა ბიზნესს აჩვენოს, რომ აქ გარემო შეიქმნება, გეგმა ასეთი იქნება, განხორციელდება და ვისაც ამაში ჩართვის სურვილი აქვს, ჩაერთვება. ამ თვალსაზრისით კარგი მაგალითია აბასთუმნის მაგალითი, რადგან იქაც მან წამოიწყო და მერე, კერძო ბიზნესები შეუერთდნენ“, – განაცხადა თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner