გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცილებული, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორე, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა. აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. რაც შეეხება, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ცნობისთვის, 3 დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.