logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 11:23

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტია მოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

ჯამში ამოღებულია 17500 ევროს ყალბი ბანკნოტები.

 

გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო

აწარმოებს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner