logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: როცა ვხედავთ გამოძიების დაწყების საფუძველს, მაშინ ვიწყებთ
- +

30 ოქტომბერი. 2019. 12:15

 

„როცა ვხედავთ დაწყების საფუძველს, მაშინ ვიწყებთ გამოძიებას“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

 

„ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ იწყება. შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს გამოძიება. განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და შემდეგ ის პირები, რომლებზეც არის ეს განცხადებები, ამ განცხადებებს უარყოფენ. ბუნებრივია, ეს გამოძიების საფუძველი არ არის, არასოდეს არ ყოფილა, არც ახლა არის და არც მომავალში არ იქნება. ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ მას ფულს სძალავდნენ და ის ადამიანი ამბობს, რომ მე ფულს არ მძალავდნენ, ეს უკვე დადგენილია, რომ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მაშინ როდესაც განცხადებები, რომელიც ვრცელდებოდა, არ შეესაბამება რეალობას, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს, ის ადამიანები იმ თანამდებობებს არ იკავებდნენ და ფაქტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოხდა, იმ დრომდე იყო მომხდარი, ბუნებრივია, ასეთი ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს. შესაბამისად, აღნიშნული სახის ინფორმაციებზე გამოძიება არ იწყება. პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. თქვენ ამბობთ, რომ მიიჩნეოდა, მაგრამ არ მიიჩნევა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ამისი, არც ერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი ამისი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

ცნობისთვის, 3 დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner