logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: წვიმამაც გარკვეული „ექშენი“ შემატა „Maroon 5“-ის საღამოს
- +

8 ივნისი. 2016. 12:07



კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი „Check in Georgia" მუშაობს და ამის დასტური გუშინდელი გრანდიოზული კონცერტი, ტურისტებით სავსე ბათუმი იყო.



შეფასება მაყურებელი და მსმენელია, რომელიც გუშინ იქ იყო და რა გამოხმაურებებიცქონდა გუშინდელ საღამოს. რაც ვნახე, რასაც ვკითხულობ სოციალურ ქსელებში, ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილია. უამინდობამ, წვიმამაც გარკვეულიექშენი" შემატა ამ საღამოს. მიუხედავად წვიმისა, 30 000 ადამიანზე მეტი კონცერტზე ბოლომდე დარჩა, ისიამოვნა ამ დღით.

ერთ-ერთი დამატებითი მიზანი ამ ღონისძიების ეკონომიკური ეფექტია. ფაქტია, გუშინ სასტუმროს ყველა ნომერი, რაც კი არის ქალაქში, დაჯავშნული იყო, ასევე კერძო ბინები, დიდი და პატარა კაფეები გადავსებული იყო ტურისტებით. გუშინდელმა საღამომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომCheck in Georgia" მუშობს და ის პრაგმატული გათვლა, რაც ამ პროექტთან დაკავშრებით მთავრობას გვქონდა, მართლდება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner