კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი „Check in Georgia" მუშაობს და ამის დასტური გუშინდელი გრანდიოზული კონცერტი, ტურისტებით სავსე ბათუმი იყო.
„შეფასება მაყურებელი და მსმენელია, რომელიც გუშინ იქ იყო და რა გამოხმაურებებიც ჰქონდა გუშინდელ საღამოს. რაც ვნახე, რასაც ვკითხულობ სოციალურ ქსელებში, ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილია. უამინდობამ, წვიმამაც გარკვეული „ექშენი" შემატა ამ საღამოს. მიუხედავად წვიმისა, 30 000 ადამიანზე მეტი კონცერტზე ბოლომდე დარჩა, ისიამოვნა ამ დღით.
ერთ-ერთი დამატებითი მიზანი ამ ღონისძიების ეკონომიკური ეფექტია. ფაქტია, გუშინ სასტუმროს ყველა ნომერი, რაც კი არის ქალაქში, დაჯავშნული იყო, ასევე კერძო ბინები, დიდი და პატარა კაფეები გადავსებული იყო ტურისტებით. გუშინდელმა საღამომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „Check in Georgia" მუშობს და ის პრაგმატული გათვლა, რაც ამ პროექტთან დაკავშრებით მთავრობას გვქონდა, მართლდება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.