logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს
- +

30 ოქტომბერი. 2019. 14:18

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 1 900 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner