logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანი: დასავლეთის ქვეყნებმა არ მოინდომეს ომში ფეხის დასველება
- +

30 ოქტომბერი. 2019. 14:23

 

„დასავლეთის ქვეყნებმა არ მოინდომეს ომში ფეხის დასველება“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში  ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„დაეშის („ისლამური ხალიფატის“) წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო საზღვირსპირეთში მცხოვრები თურქული, არაბული, ქურთული ან თურქმენული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეების საქმე. „დაეშთან“ ბრძოლა კოალიციის საქმეა, სადაც წარმოდგენილი ვართ სამხედრო ძალით, ანუ იბრძვის ჯარი და არა მოქალაქე. თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას იმ მიზნით, რომ ვინმეს დრო მოაგებინოს, მაგალითად, სხვა ქვეყნებს.

 

იმ დროს საზღვრები გავხსენით, კობანიდან და სხვა ქალაქებიდან დევნილები შევიფარეთ, მათ შორის 350 ათასი ქურთი. მაშინ თურქეთი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მუდმივად ითხოვდა, მოდი, ერთად ვებრძოლოთ „დაეშსა“ და ასადის რეჟიმსო, რადგან მხლოდ თურქეთი ვერაფერს გახდებოდა. დასავლეთის ქვეყნებმა კი თურქეთის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს - გაჩნდა მებრძოლი ქურთი ქალების ფოტოები, რომლებიც რომანტიკული ელფერით შეიფუთა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფასადი! შეიძლება თურქეთმა მედიაბრძოლა წააგო, მაგრამ  ჩვენ არ შევედით უფრო დიდ ბრძოლაში. ქალთა თავისუფლება არ მოდის იარაღით ხელში, ქალთა თავისუფლება მოდის უპირველესად განათლებით, მშვიდობით! ამას ვამბობ როგორც ქალი დიპლომატი...

 

დასავლეთის ქვეყნებმა არ მოინდომეს ომში ფეხის დასველება. თუმცა იცოდნენ, რომ თურქეთი მარტო ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ მონახეს PKK (ქურთისტანის მუშათა პარტია), რომელსაც იარაღიც გააჩნდა, სამხედრო დაჯგუფების სახეც ჰქონდა და „დაეშთან“ ბრძოლაში მისი გამოყენება დაიწყეს. თუმცა კარგად იცოდნენ, რომ PKK-ს, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურს, „დაეშთან“ ბრძოლის გარდა, სხვა გეგმებიც ჰქონდა - ტერიტორიების მითვისებას ცდილობდა. თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არაბი სუნიტები და ქრისტიანი ასირიელები განდევნეს. საქმე იქამდე მივიდა ,რომ სირიის 1/3-ს აკონტროლებდნენ. რადგან კოალიციის წევრმა ქვეყნებმა მისცეს იარაღი, მედია და პოლიტიკური მხარდაჭერა, ამით შეგულიანებულმა PKK-მ თავი თურქეთზე ძლიერად ჩათვალა. სირიის მხრიდან დაბომბა თურქეთის ტერიტორია, გახსნა ცეცხლი და შემოგზავნა შაჰიდები“, - აღნიშნავს ფატმა ჯერენ იაზგანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner