ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი საქართველოში პრეზიდენტობის დროს, გზის მშენებლობისთვის საჭირო 40 მილიონს კი არა, ათჯერ მეტს შოულობდნენ.
მისი თქმით, ის კარავში იქამდე იმუშავებს, სანამ „ოდესა-რენის" ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება.
„ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით? საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა. 40 მილიონს კი არა, ათასჯერ მეტს ვშოულობდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.