პატრიარქის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად საქართველოს ელჩის ისრაელში, ლაშა ჟვანია საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს იყო 2017 წელს და ასეა ახლაც! სხვა ყველაფერი არის კერძო ინტერპრეტაცია და უსაფუძვლო საუბარი.
არასოდეს დამიშვია, რომ კარგი მწყემსი ფარას დატოვებს. ეკლესია არ არის რჩეულთა და ცხონებულთა საკრებულო. ეკლესია გამოსწორების მსურველ ადამიანთა ერთობაა. ცეცხლია, და თავში ავარდნილებს წვავს. მამა ალექსანდრე გალდავას მადლობელი ვარ, რომელმაც არასწორად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩემი განწყობა ზუსტად გადმოსცა.
მრავალჟამიერ დღეგრძელობა ჩვენს სასოებას და იმედს, ჩვენს ტკბილ კეთილ მწყემსს! პატიებას ვითხოვ, უწმიდესო. არც მიწაზე ფოფხვის და არც თქვენი დიდი სიყვარულის ღირსი ვყოფილვარ, მაგრამ ღვთის უკიდეგანო მოწყალების იმედით, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვს, თქვენ დამანახეთ, ვწევ თვალებს და მომავალში ცხონებას და სიხარულს ვხედავ. ყველაფერი დალაგდება – წყალი წავა და წამოვა და საგუბეში ჩადგება. მწიფეს ესროდნენ და მკუხე ცვიოდა. გაძლიერება და წარმატება ეკლესიის და ქვეყნის ერთგულ გიორგი გახარიას (ვიცი, რასაც ვამბობ)! ღმერთმა შეაძლებინოს კეთილი მსახურება და ეკლესიისთვის კეთილად ანთებული გული არ გაუცივოს!“ - წერს ლაშა ჟვანია.