რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ ხობელი მკლავჭიდელები (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). მსოფლიო პირველობაზე საბა ლატარიამ პირველი (60კგ), ხოლო საბა დანელიამ (55 კგ) მეორე ადგილი დაიკავა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.