ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან გუშინდელ შეხვედრას დადებითად აფასებს.
მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, იყო აბსოლუტურად სწორი და მომავალზე ორიენტირებული.
„ყველა კითხვას, რომელიც დასვეს ჟურნალიტებმა, გაეცა ამომწურავი პასუხი, ძალიან კარგი და დახვეწილი გამოსვლა ჰქონდა გუშინ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ძალიან საინტერესო იყო მისი ხედვა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ეკონომიკის მოდერნიზაციაზე, განათლებაზე ორიენტირებულობაზე იყო საუბარი", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.