ავიაკომპანია EgyptAir -ის კუთვნილმა თვმითმფრინავმა, რომელიც კაიროდან პეკინში მიფრინავდა, ავარიული დაშვება უზბეკეთში განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ავარიულად მას შემდეგ დაეშვა, რაც ხელისუფლებამ ანონიმური შეტყობინება მიიღო ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება. თვითმფრინავს სპეციალისტები სწავლობენ.
ბორტზე მყოფი 118 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი ევაკუირებულია.