„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ტიტანური სამუშაო მუცოს გადასარჩენად სათანადოდ აღინიშნა“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკაში.
მისი თქმით, წყალტუბოს აღორძინებამ ყინულმჭრელის როლი უნდა შეასრულოს იმერეთის რეგიონში. მისივე თქმით, გარდა ქალაქის აღორძინებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტის სახელი და დანიშნულება, ქალაქი უნდა გახდეს დასაქმებისა და ეკონომიკური აღმავლობის კერა.
„გრანდიოზულ სიახლეს წყალტუბოს ერთიანი რეაბილიტაციისა და აღორძინების შესახებ, დღეს დაემატა სასიხარულო ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში უპრესტიჟულესი ჯილდოს გადაცემის შესახებ. ხევსურეთში მდებარე ციხე-ქალაქი მუცო, რომლის რესტავრაციაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, მისი ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ ჩართულობით, ევროპა-ნოსტრას გამარჯვებული გახდა კონსერვაციის კუთხით
წყალტუბოსკენ მიმართული მძლავრი ტურისტული ნაკადი ახალ სიმძლავრეს შემატებს ქუთაისის აეროპორტს, ადგილობრივ ტურისტულ მარშრუტებს და ქალაქ ქუთაისს. თუ გავითვალისწინებთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას, ქუთაისის ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იმერეთში შეიკვრება სრული ჯაჭვი დასასვენებელი, საგანმანათლებლო და ინდუსტრიული კომპონენტებით. ყველაფერი ერთად კი ქალაქ ქუთაისს რეგიონის რეალურ ცენტრად აქცევს, რაც გააცოცხლებს მთელ მხარეს მეზობელი რეგიონების ჩათვლით.
ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ღონისძიება სასტუმრო შერატონში, რომელიც მოაწყო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და რომელიც საქმიანი ტურიზმის თემატიკას მიეძღვნა. ტურიზმის მრავალი სახეობიდან საქმიანი ტურიზმი ცალკე მიმართულებაა, რომელიც სპეციფიკურ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, თუმცა მისი ამონაგებიც სათანადოა. პირველ რიგში ეს მიმართულება პოტენციურ ინვესტორებს იზიდავს და დამაჯერებლად წარუდგენს მათ ქვეყნის პოტენციალს“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.