ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი აღმოაჩინა. ამის შესახებ ღეუტერს-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. სამართალდამცველებს სატვირთოს მძღოლი დაუკავშირდა, რომელსაც ხილი და ბოსტნეული გადაჰქონდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ მანქანაში 12 ზრდასრული კაცი აღმოაჩინა. ისინი სირიიდან და სუდანიდან არიან. მიგრანტები ანტვერპენში, საიმიგრაციო სამსახურის ოფისში გადაიყვანეს.
23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა.