დაბალი რისკის მსჯავრდებულებისათვის სამაგისტრო პროგრამებზე წვდომის საკანონმდებლო ინიციატივა დღეს მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონონმდებლო ინიციატივის უკან დგას 23 წლის მსჯავრდებული, ნიკა ჩუგოშვილი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ მას მიეცემა შესაძლებლობა იანვრიდან ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში.
უმრავლესობასთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს პარლამენტის სხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმაც და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.