logo_geo
eng_logo
ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

31 ოქტომბერი. 2019. 10:49

 

საქართველოს პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, - ამის შესახებ 1tv წერს.  

 

​„პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას, მაგრამ გადავდეთ. გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ ყოველთვის სჯობს, განმეორებით ჩავატაროთ ანალიზები. დღეს არ იყო ამის სიტუაცია. ალბათ ერთ კვირაში გავაკეთებთ განმეორებით ანალიზებს, რომ დავაკვირდეთ. ამ ეტაპზე პატრიარქი არის მისთვის ჩვეულებრივად, კარგად“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

 

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner